Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი რუსეთისათვის „სავაჭრო ომის“ გამოცხადებად მიიჩნევს აშშ-ის ახალ სანქციებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შემოღებამ კრემლს გადაუწურა ვაშინგტონის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი. რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადესო, წერს მედვედევი სოციალურ მედიაში. წინა დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შესახებ. მედვედევი ტრამპის გადაწყვეტილებას უწოდებს კონგრესისათვის ქედის მოხრას, რადგან აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ სანქციებს. „ამერიკის ისტაბლიშმენტმა დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა ტრამპზე. პრეზიდენტს არ მოსწონდა ახალი სანქციები, მაგრამ უნდა მოეწერა ხელი კანონპროექტზე“, წერს მედვედევი ფეისბუკში. ახალი სანქციების მიზეზებს შორის არის აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში მოსკოვის სავარაუდო ჩარევა, სირიის მმართველი რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა და მისი აგრესიული პოლიტიკა უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის მიმართ.

XS
SM
MD
LG