Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირი ელის აფხაზეთში დასვენების მსურველთა შემცირებას


ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი აფეთქების და ბოლო პერიოდის სხვა ნეგატიური ფაქტების გამო, რეგიონში დასვენების მსურველთა შემცირებას ელის რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირი. მისმა პრესმდივანმა ირინა ტურინამ სააგენტო ტასს განუცხადა, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან, როცა აფხაზეთში ჯერ რუსი ტურისტი მოკლეს, შემდეგ კი რუსი დამსვენებლები გაძარცვეს, რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ გააუქმა უკვე შეძენილი ან დაჯავშნილი საგზური. ირინა ტურინას ინფორმაციით, აფხაზეთზე რუსი ტურისტების წლევანდელი მოთხოვნა შარშანდელთან შედარებით მინიმუმ 30%-ითაა შემცირებული.

XS
SM
MD
LG