Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: აფხაზეთში პუტინის ვიზიტი არის ძალისმიერად წართმეული რეგიონების დაკანონების მცდელობა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 8 აგვისტოს გეგმავს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. „ეს არის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობის პოლიტიკის გაგრძელება“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიანად შეძლოს რუსეთთან კონფლიქტის დაძლევა, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის შერიგება და საქართველოს გაერთიანება, რაც მთავარი ამოცანაა.

XS
SM
MD
LG