Accessibility links

ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად


აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა 2 აგვისტოს დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაართან. პენტაგონმა 2 აგვისტოს დაადასტურა ორი ჯარისკაცის დაღუპვა, ხოლო დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არიან დაჭრილებიც. როგორც იუწყებიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ამჟამად ავღანეთშია განთავსებული 13 500-მდე უცხოელი ჯარისკაცი, მათ შორის 850-ზე მეტი ქართველი. აშშ განიხილავს დამატებითი სამხედრო შენაერთების გაგზავნის შესაძლებლობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG