Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი აშშ-ის კონგრესს ადანაშაულებს მოსკოვთან ურთიერთობის გაუარესებაში


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზრით, მოსკოვთან ვაშინგტონის ურთიერთობა სახიფათოდ არის გაუარესებული, რაშიც ტრამპი საკუთარი ქვეყნის კონგრესს ადანაშაულებს. ტრამპმა სოციალურ ქსელში, ტვიტერში გამოთქვა ეს შეფასება ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თვითონვე მოაწერა ხელი კანონპროექტს რუსეთის წინაღამდეგ ახალი სანქციების შესახებ. მანამდე კანონპროექტი თითქმის ერთხმად დაამტკიცა კონგრესის ორივე პალატამ. ტრამპის განმარტებით, მან კანონპროექტს ხელი მოაწერა "ეროვნული თანხმობის" ინტერესებიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG