Accessibility links

კრასნოდარში ალექსეი ნავალნის შტაბს თავს დაესხა ჯგუფი „პუტინის რაზმები“


ალექსეი ნავალნი

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში ადგილობრივ ორგანიზაცია „პუტინის რაზმების“ წევრები თავს დაესხნენ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბს. შტაბის თანამშრომლები ინტერნეტით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თავდამსხმელები, ძირითადად, ხანშიშესული ქალები იყვნენ, მათ გატეხეს ნავალნის საარჩევნო შტაბის შესასვლელი კარი და ფანჯარა. ერთ-ერთი თავდამსხმელი - ახალგაზრდა ქალი - საავადმყოფოშია მოთავსებული. პოლიციამ დააკავა და მალევე გაუშვა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ასევე მონაწილეობდა თავდასხმაში. ერთი დღით ადრე დაუდგენელმა პირმა შენობაზე, რომელშიც „პუტინის რაზმების“ ოფისი მდებარეობს, გააკეთა წარწერა: „პუტინი - ფაშისტი“. კრასნოდარში ნავალნის შტაბის თანამშრომლები აცხადებენ, რომ არაფერი აქვთ საერთო ამ წარწერასთან. ალექსეი ნავალნის საარჩევნო შტაბი 8 აპრილს გაიხსნა სამხრეთ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში. ივლისში შტაბს ორჯერ დაესხნენ თავს „პუტინის რაზმები“.

XS
SM
MD
LG