Accessibility links

აფხაზეთში ორი ადამიანი დაიღუპა და 64 დაიჭრა საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქების შედეგად


რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა ოკუპირებულ აფხაზეთში, საბრძოლო მასალების საწყობში 2 აგვისტოს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად. აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, ასლან კობახიას 3 აგვისტოს განცხადებით, დაიჭრა სულ ცოტა 64 ადამიანი, მათ შორის 35 რუსი ტურისტი. სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა გვამები 3 აგვისტოს დილას აღმოაჩინეს. ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესმდივანმა მიზან ლომიამ სააგენტო "ინტერფაქსს" განუცხადა, რომ დაიღუპნენ სანკტ-პეტერბურგელი ტურისტი ქალები, რომლებიც აფეთქების მომენტში ცხენებით სეირნობდნენ საბრძოლო მასალების საწყობის მახლობლად. გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საწყობში მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG