Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრასნოდარში დაარბიეს ალექსეი ნავალნის შტაბი


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ალექსეი ნავალნის რეგიონული საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების თანახმად, მათ შტაბს კრასნოდარში თავს დაესხნენ „პუტინის რაზმის“ წარმომადგენლები, მეტწილად ხნიერი ქალები. ნავალნის მომხრეების თქმით, თავდამსხმელებმა დაამსხვრიეს ოფისის მინები და დააზიანეს შენობის კარები. პოლიციამ შეიპყრო ერთ-ერთი თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცი, თუმცა დაკითხვის შემდეგ მალევე გაუშვა. თავდასხმამდე უცნობმა ვანდალმა პუტინის რაზმის კუთვნილ შენობაზე წააწერა სიტყვები „პუტინი ფაშისტია“, რაც გახდა ნავალნის კრასონორადის შტაბზე თავდასხმის მიზეზი. თუმცა, რუსი ოპოზიციონერი და მისი შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არაფერი აქვთ საერთო გრაფიტით გაკეთებულ რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ სიტყვებთან. რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანტიკორუფციონერი ბლოგერი ალექსეი ნავალნი აპირებს მონაწილეობის მიღებას რუსეთის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2018 წლის მარტში გაიმართება.

XS
SM
MD
LG