Accessibility links

თბილისის მერიის წარმომადგენლები არ მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე


თბილისის მერია

ჩვენ ვმუშაობთ რეალურ საქმეებზე და არ ვხდებით “ნაციონალური მოძრაობის” შოუს მონაწილეები, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე თბილისის მერიის მაღალჩინოსნების გამოუცხადებლობის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს სურდათ მერიის ხელმძღვანელობისაგან მიეღოთ პასუხი იმაზე, გაიზრდა თუ არა მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 600 კაცით, როგორც ამის შესახებ დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა „რუსთავი 2“ იუწყებოდა. „ ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ახალი ხალხი არ აგვიყვანია, საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე. დაახლოებით 600 ადამიანი, რომელიც იყო შტატში, გახდა შტატგარეშე მოსამსახურე. არც სახელფასო ციფრი გაზრდილა და არც დასაქმებულთა რაოდენობა. ასე რომ, რატომ უნდა მიგვეღო ამ შოუში მონაწილეობა, ჩემთვის გაუგებარია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკრებულოში მერიის მაღალჩინოსნების გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ.

XS
SM
MD
LG