Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა


ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის შედეგად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი, რომელიც ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. ერთი მათგანის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. ბოლო დაღუპვის შედეგად 32-მდე გაიზარდა საქართველოს დანაკარგი ავღანეთში. საქართველო, 861 ჯარისკაცით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილეა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

XS
SM
MD
LG