Accessibility links

პუტინი პირობას დებს, რომ „იფიქრებს“ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ „იფიქრებს“, მიიღოს თუ არა მონაწილეობა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც რუსეთში 2018 წელს გაიმართება. „კარგი, ვიფიქრებ. დიდი მადლობა“, ასე უპასუხა პუტინმა ერთ-ერთი მოქალაქის თხოვნას 3 აგვისტოს გამართული ვიდეო-კავშირის დროს, რომელიც ბურიატიაში ტყის ხანძრების ლიკვიდაციას შეეხებოდა. მანამდე პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ მიუღია გადაწყვეტილება პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრის შესახებ. პრეზიდენტის არჩევნები რუსეთში 2018 წლის მარტში გაიმართება. რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის ლიდერს ექვსწლიანი ვადით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობაზე სურვილი უკვე გამოთქვეს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, „იაბლოკოს“ დამაარსებელმა გრიგორი იავლინსკიმ და ანტიკორუფციონერმა ბლოგერმა, ალექსეი ნავალნიმ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG