Accessibility links

ტრამპი უარყოფს რუსეთის დახმარებით არჩენებში გამარჯვებას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას არ გაუმარჯვია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის დახმარების წყალობით. „უამრავმა ადამიანმა იცის, რომ ჩემ საარჩევნო კამპანიაში არ ყოფილან რუსები. ჩვენ არჩევნებში არ გაგვიმარჯვია რუსეთის დახმარებით. ჩვენ გავიმარჯვეთ თქვენი დახმარებით“, - ამ სიტყვებით მიმართა დონალდ ტრამპმა 3 აგვისტოს თავის მომხრეებს დასავლეთ ვირჯინიაში. ამასთან რესპუბლიკელმა ტრამპმა დემოკრატები დაადანაშაულა „სიყალბისა“ და რუსეთის მონაწილეობის შესახებ „აბსოლუტურად შეთითხნილი“ ამბის გავრცელებაში. აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების ფონია რამდენიმე წამყვანი ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა მრჩეველმა, რობერტ მიულერმა უკვე შეკრიბა დიდი ჟიურის შემადგენლობა, რომელიც იძიებს, ჰქონდათ თუ არა დონალდ ტრამპის კამპანიის წევრებს ფარული კავშირები მოსკოვთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG