Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შეიქმნა ახალი პროდასავლური ძალების გაერთიანება


საქართველოში ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. "ახალი საქართველო", "ახალი ერთობა საქართველოსთვის", "ევროპელი დემოკრატები" და პოლიტიკური გაერთიანება "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის" მოუწოდებენ პროდასავლურ ძალებს, რათა თბილისის მერობის კანდიდატი პრაიმერის გზით აირჩიონ. „გამოვდივართ რა პრინციპიდან “ძალა ერთობაშია”: მოვუწოდებთ პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს, გავერთიანდეთ დემოკრატიული პრინციპების გარშემო და მაქსიმალურად ღია და კონკურენტული გზით (პრაიმერით) ავირჩიოთ მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატები",- ნათქვამია ახალი გაერთიანების განცხადებაში. თბილისის მერის სავარძლისათვის ბრძოლას აპირებს ოთხი კანდიდატი, რომელთაგან ჯერჯერობით ფავორიტია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე. ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 19% - ალექსანდრე ელისაშვილს, 18% - ზაალ უდუმაშვილს და 5% - ელენე ხოშტარიას. ასეთია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ორგანიზაციამ 27 ივლისს გამოაქვეყნა.

XS
SM
MD
LG