Accessibility links

კალაძე თბილისში „ურბანული გენოციდის“ დასრულების პირობას დებს


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში თბილისში დასრულდება „ურბანული გენოციდი“ და ის თანამედროვე, სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქართული ოცნებიდან” აცნობეს, ამის შესახებ კახა კალაძემ, დედაქალაქის ურბანული განვითარების გზებზე საუბრისას განაცხადა. პარტიის მერობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ თითოეულ გაცემულ ნებართვასა და დამტკიცებულ პროექტზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი, ურბანული კონცეფციიდან გამომდინარე. დედაქალაქში ყველა საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო უსაფრთხოების ნორმებსა და ხარისხს, არამედ არქიტექტურულ გემოვნებას და ქალაქის ერთიან სტილს, - აცხადებს კახა კალაძე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG