Accessibility links

პაკისტანის ახალმა მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადო


შაჰიდ ჰაყან აბასი

პაკისტანის პრეზიდენტმა მამნუნ ჰუსეინმა ფიცი დაადებინა ქვეყნის ახალ მინისტრთა კაბინეტს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი შაჰიდ ხაყან აბასი უხელმძღვანელებს. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა 28 ივლისს თანამდებობა დატოვა. მანამდე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიმართ კორუფციულ საქმეზე წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. პაკისტანის ახალი პრემიერ-მინისტრი შაჰიდ აბასი შარიფის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება. იუწყებიან, რომ ახალ კაბინეტში ადგილები შეინარჩუნა შაჰიდ აბასის მიმართ ლოიალურად განწყობილმა ბევრმა ყოფილმა მინისტრმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG