Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში კენჭს უყრიან ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ


5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართება კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს ფხენიანის მიერ ბოლო ხანს განხორციელებული ბალისტიკური რაკეტების გამოცდისათვის. სანქციები ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეის ექსპორტის მესამედის შემცირებას, რაც დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. კერძოდ იზღუდება ჩრდილოეთ კორეისაგან ზღვის პროდუქციის, ქვანახშირის, და ლითონის შესყიდვა. გარდა ამისა ჩრდილოეთ კორეის სამუშაო მიგრანტებისათვის შეიზღუდება სამუშაო უფლების გაცემა ჩინეთსა და რუსეთში. ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც უშიშროების საბჭოში ჩრდილოეთ კორეის სტაჟიან დამცველებად ითვლებიან, ამჟამად აპირებენ მხარი დაუჭირონ სანქციების გაძლიერების რეზოლუციას. ახალი სანქციები მიზნად ისახავს, აიძულოს ფხენიანი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.

XS
SM
MD
LG