Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრეზიდენტი როგოზინს შეხვდა ირანში


რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი თეირანში, პრეზიდენტ ჰასან როჰანის ინაუგურაციის ფარგლებში, შეხვდა მოლდავეთის პრეზიდენტ იგორ დოდონს. როგოზინმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია მოლდავეთის დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში, 5 აგვისტოს დაწერა ტვიტერზე რუსეთის საელჩოში გამართული ამ შეხვედრის თაობაზე, თუმცა, საუბრის დეტალები არ გაუმხელია. უფრო ადრე დოდონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ როგოზინთან შეხვედრაზე იმსჯელებდა მოლდავეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა დმიტრი როგოზინი. პრეზიდენტი დოდონი მოსკოვსა და კიშინიოვს შორის მჭიდრო თანმშრომლობას ემხრობა, მოლდავეთის მინისტრთა კაბინეტი კი ევროპაში ფართო ინტეგრაციას ანიჭებს უპირატესობას.

XS
SM
MD
LG