Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში გაიმართება ჰასან როჰანის ინაუგურაცია


5 აგვისტოს ირანის პარლამენტში გაიმართა პრეზიდენტ ჰასან როჰანის ინაუგურაცია, რომელსაც ასი ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. მათ შორის იყო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი. 68 წლის ჰასან როჰანის მეორე ოთხწლიანი ვადით, 2017 წლის 19 მაისს აირჩიეს. ზომიერი სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მომავალი „მსოფლიოსთან თანამშრომლობას და თანაარსებობაზე“ გადის. ირანის კანონმდებლობის თანახმად, როჰანის ორკვირიან ვადაში მოუწევს წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG