Accessibility links

ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს ხვალ ჩამოასვენებენ


ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულ ქართველ სამხედროს მდინარი ბებიაშვილს ხვალ აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოასვენებენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულისა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის თანხლებით გაიმართება. ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის შედეგად. ბოლო დაღუპვის შედეგად 32-მდე გაიზარდა საქართველოს დანაკარგი ავღანეთში. საქართველო, 861 ჯარისკაცით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილეა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG