Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩამოასვენეს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი


საქართველოში ჩამოასვენეს ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის ცხედარი. იგი 3 აგვისტოს დაიღუპა ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის შედეგად. მდინარი ბებიაშვილის ცხედარი სამშობლოში აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს. აეროპორტში გაიმართა დახვედრის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები. ბოლო დაღუპვის შედეგად 32-მდე გაიზარდა საქართველოს დანაკარგი ავღანეთში. საქართველო, 861 ჯარისკაცით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილეა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

XS
SM
MD
LG