Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2000 ექსტრემისტი განაგრძობს ბრძოლას სირიის ქალაქ რაყაში


აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლის ცნობით, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 2000 მებრძოლი კვლავ განაგრძობს ბრძოლას სირიის ალყაშემორტყმულ ქალაქ რაყაში, რომელიც ექსტრემისტების ბოლო ციტადელს წარმომადგენს ქვეყნის ჩრდილოეთში. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა არაბულმა და ქურთულმა კოალიციამ ექსტრემისტებისგან გაათავისუფლა ქალაქის 45 %-ი და განაგრძობს წინსვლას, - განაცხადა ბრეტ მაკგურკმა, რომელიც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო კოალიციაში. სირიის ქალაქი რაყა „ისლამურმა სახელმწიფომ" 2014 წელს გამოაცხადა „ხალიფატის“ დედაქალაქად. ბრიტანეთში მოქმედმა სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ თავის მხრივ ცალკე გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად სირიის სამთავრობო ძალებმა ხელთ იგდეს ქალაქი ალ-სუხნა, რომელიც ჰომსის პროვინციაში ექსტრემისტების ხელთ არსებული ბოლო დასახლებული პუნქტი იყო.

XS
SM
MD
LG