Accessibility links

სერგეი ლავროვი: აშშ-ი მზადაა გააგრძელოს რუსეთთან დიალოგი


მიუხედავად რუსეთის მიმართ დაწესებული ახალი სანქციებისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ მისი ამერიკელი კოლეგა მზადაა გაგრძელდეს რუსეთთან დიალოგი მთელ რიგ საკითხებზე. “ვფიქრობ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ლავროვმა 6 აგვისტოს მანილაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, რექს ტილერსონთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ. მანილაში 6-7 აგვისტოს იმუშავებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის (ASEAN) ფორუმი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა კვირას აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრა. სერგი ლავროვმა ჟურნალისტებს აცნობა ასევე, რომ მალე მოსკოვში პირველ ვიზიტს გამართავს კურტ ვოლკერი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საქმეში. აშშ-ის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარები ლავროვის განცხადებებზე.

XS
SM
MD
LG