Accessibility links

აშშ-ი მიესალმება ჩრდილოეთ კორეის წინაააღდეგ გაეროს რეზოლუციის ერთხმად მიღებას


გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი „ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ აქამდე მიღებულ სანქციებზე ყველაზე მკაცრ“ უწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 5 აგვისტოს მიღებულ რეზოლუციას, რომელსაც მხარი დაუჭირა საბჭოში შემავალმა ყველა წევრმა, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმა. საერთაშორისო თანამეგობრობამ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებით უპასუხა ფხენიანის მიერ ბოლო ხანს განხორციელებულ ბალისტიკური რაკეტების გამოცდას. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების შესახებ გაეროს რეზოლუცია ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეის ექსპორტის მესამედის შემცირებას, რაც დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. კერძოდ იზღუდება ჩრდილოეთ კორეისაგან ზღვის პროდუქციის, ქვანახშირის, და ლითონის შესყიდვა. გარდა ამისა ჩრდილოეთ კორეის სამუშაო მიგრანტებისათვის შეიზღუდება სამუშაო უფლების გაცემა ჩინეთსა და რუსეთში.

XS
SM
MD
LG