Accessibility links

ზაზა ფაჩულიამ საქართველოში ჩამოიტანა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის თასი


საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ 6 აგვისტოს სამშობლოში ჩამოიტანა აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონის თასი, რომელიც წელს „გოლდენ სტეიტ ვარიორსმა“ მოიპოვა. სწორედ ამ გუნდის ცენტრალური თავდამსხმელია ზაზა ფაჩულია, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბევრი გულშემატკივარი დახვდა. „ ეს თასი, როგორც შეგპირდით, რამდენიმე დღე საქართველოში იქნებ. ის საქართველოსია, ყველა თქვენგანისაა და შეუძლია ყველამ იამაყოს მისით. ამ ტიტულს ჩვენ ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს მთელი ცხოვრების განმავლობაში”, - განაცხადა ფაჩულიამ. საქართველოში ყოფნის დროს ზაზა ფაჩულია პროექტების „სტარტაპერის“ და „ბიზნესდაჯილდოების“ მონაწილეებს შეხვდება და მათ საკუთარი წარმატების ისტორიას გაუზიარებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG