Accessibility links

30 კაცი ემსხვერპლა თალიბების თავდასხმას ჩრდილოეთ ავღანეთში


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 30 კაცი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე, სარი პურის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა ნაწილობრივ აიღო ორგანიზაცია თალიბანმა. ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ორდღიანი ინტენსიური სროლების შედეგად კონტროლი დაამყარა საიადის რაიონის მირზავალანგის დასახლებაზე. პროვინციის გუბერნატორის ზაჰირ ვაჰდათის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან სამხედროებიც. თუმცა, უმრავლესობა სამოქალაქო პირები, ქალები და ბავშვები არიან.თალიბანი უარყოფს კავშირის მშვიდობიანი მოქალეების დახოცვასთან.

XS
SM
MD
LG