Accessibility links

მაიკ პენსი უარყოფს 2020 წლის არჩევნებისათვის მზადების განზრახვას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უარყოფს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მაიკ პენსი ამზადებს ნიადაგს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის. 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში მაიკ პენსი გაზეთის ცნობას უწოდებს „სამარცხვინოს და შეურაცხმყოფელს“ და დასძენს, რომ „ის და მისი გუნდი მთელ ძალისხმევას მიმართავენ იქითკენ“, რათა 2020 წელს პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიონ დონალდ ტრამპი. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის ანონიმმა მრჩევლებმა უკვე მიანიშნეს რესპუბლიკური პარტიის დონორებს, რომ, დონალდ ტრამპის უარის შემთხვევაში, მაიკ პენსს მზად იქნება კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG