Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და სამხრეთი კორეა აპირებენ ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაზრდას


სამხრეთ კორეისა და აშშ-ის პრეზიდენტები, მუნ ია-ინი და დონალდ ტრამპი 7 აგვისტოს ტელეფონით საუბრისას შეთანხმდნენ, რომ „მაქსიმალურ“ ზეწოლას და სანქციებს მიმართავენ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რახან ჩრდილოეთი, მისივე განცხადებით, არ აპირებს უარის თქმას თავისი ბირთვული არსენალის გაზრდაზე. ტრამპმა და მუნმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ფხენიანის შესაჩერებლად და, როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განმარტა, ეს ეხება, პირველ რიგში, აგვისტოს ბოლოსთვის დანიშნულ, რეგულარულ ერთობლივ სამხედრო სწავლებამდე პერიოდს. ხოლო ვაშინგტონის განცხადებით, ორი ლიდერი იზიარებს შეფასებას, რომ ჩრდილოეთი კორეა „სერიოზულ და პირდაპირ საფრთხეს“ უქმნის მსოფლიოში ქვეყნების უმრავლესობას. 5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალ სანქციებს, მისი ბირთვული პროგრამისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG