Accessibility links

ყირიმში პროკურორი მოითხოვს თათრების ლიდერისათვის რვა წლით პატიმრობის მისჯას


ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული, პროკურორი მოითხოვს ყირიმელი თათრების ერთ-ერთი ლიდერის, ახტემ ჩიიგოზისთვის რვა წლით პატიმრობის მისჯას. ამ მოთხოვნით ის 7 აგვისტოს გამოვიდა სიმფეროპოლში მიმდინარე სასამართლო პროცესზე. ჩიიგოზი არის ყირიმელი თათრების ასამბლეის, რუსეთის მიერ აკრძალული მაჯლისის თავმჯდომარე. ის 2015 წლის იანვარში დააკავეს და ბრალად უყენებენ 2014 წლის თებერვალში სიმფეროპოლში უკანონო დემონსტრაციის ორგანიზებას. დაცვის მხარე ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს, რადგან რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მოსკოვი მოახდენდა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიას, ხოლო უკრაინის კანონები ამ დემონსტრაციით არ დარღვეულა. უფლებადამცველების შესაფებით, ჩიიგოზის პროცესი არის ყირიმში რუსეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ნაწილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG