Accessibility links

პარტიების ლიდერებმა ძმათა სასაფლაოზე მიაგეს პატივი 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას


პოლიტიკური პარტიების, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს პატივი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. „ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ 7 აგვისტოს რუსეთი ფართომასშტაბიანი ძალებით დაესხა თავს საქართველოს და სხვა გამოსავალი არ დაუტოვა ჩვენს ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ ჩართულიყო სამხედრო კონფრონტაციაში, რაც არ იყო ჩვენს მიზნებსა და ამოცანებში“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, აუცილებელია საქართველომ მტკიცედ განაგრძოს სვლა ევროპისა და ნატოსკენ. “ასევე, აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან ერთად მშვიდად, მაგრამ მტკიცედ გავაგრძელოთ ის ბრძოლა, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG