Accessibility links

საქართველოში აქციებით აღნიშნავენ 2008 წლის ომიდან მე-9 წლისთავს


საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან. 8 ივლისი 2017 წ.

საქართველოში, ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქციებით და დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებით აღნიშნავენ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-9 წლისთავს. ცხინვალის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო, რის გამოც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, 7 აგვისტოს ღამით კი, ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა, მამუკა ყურაშვილმა გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ. 8 აგვისტოდან დაიწყო ინტენსიური ბრძოლები საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის. 12 აგვისტოს, შუამავალი საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ნიკოლა სარკოზიმ და დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 400 მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი. რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ჩადენილ შესაძლო, სამხედრო დანაშაულს ამჟამად იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას ოფისი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG