Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა თავდასხმების სერიის შემდეგ


ავღანეთის ხელისუფლება ამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს ქაბულის რაიონში, რომელშიც საელჩოები და მთავრობის შენობები მდებარეობს მას შემდეგ, რაც თავდასხმების ბოლოდროინდელმა სერიამ ქვეყანაში ასობით ადამიანი შეიწირა. ქაბულის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სალემ ეკაასმა 6 აგვისტოს უთხრა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“, რომ ქალაქის ცენტრისათვის უსაფრთხოების ახალი გეგმის „პრიორიტეტია დიპლომატიური რაიონი“. გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქაბულში თავდასხმებმა შეიწირა 209 სამოქალაქო პირის სიცოცხლე, დაიჭრა 777 ადამიანი. უსაფრთხოების ახალი გეგმა ითვალისწინებს რამდენიმე ზომას, მათ შორის დიპლომატიურ ზონაში მდებარე 42 ქუჩაზე 27 ბლოკ-პოსტის მუდმივ მოქმედებას.

XS
SM
MD
LG