Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის თქმით, მისი პოლიტიკური გეგმები ამ ეტაპზე მხოლოდ უკრაინასთან არის დაკავშირებული


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გეგმები ამ ეტაპზე მხოლოდ უკრაინასთან არის დაკავშირებული. რასაკვირველია, არც საქართველო მავიწყდება, მაგრამ საქართველო არასოდეს იქნება წარმატებული, თუ უკრაინა გარღვევას ვერ მიაღწევსო, აღნიშნა სააკაშვილმა 7 აგვისტოს ვარშავაში რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტთან საუბრისას. მან განაცხადა ასევე, რომ უკრაინის პასპორტით ჩაფრინდა პოლონეთში მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში შეიტყო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა. "ამერიკიდან გამოვემგზავრე უკრაინის პასპორტით და პოლონეთში შემოვედი უკრაინის პასპორტით. როგორც ჩანს, ყველა ქვეყანა მაშინვე არ ცნობს იმათ ახირებებს, ვინც უცებ გადაწყვიტა საბჭოთა დიქტატორული მეთოდებით მოქმედება. სულ ეს არის“, - განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას და სურს სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები. 4 აგვისტოს გავრცელდა ცნობა ვარშავაში სააკაშვილის ვიზიტზე.

XS
SM
MD
LG