Accessibility links

ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონთან ასობით მოსახლე მიიღებს წყალს ახალი ჭაბურღილიდან


ქეთევან ციხელაშვილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფლებში უახლოეს დღეებში 700-მდე მიიღებს სასმელ წყალს ახალი ჭაბურღილებიდან. ამის შესახებ განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წითელუბანსა და დიცში. ამ ორ სოფელში მან დაათვალიერა განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ციხელაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვის გამო ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე პრობლემები ექმნება და პირობების გასაუმჯობესებლად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა კომპლექსური პროგრამა გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში. 7 ივლისს შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მე-9 წლისთავი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას“.

XS
SM
MD
LG