Accessibility links

საქართველოში პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას


საქართველოში პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას. 9 წლის წინანდელ ომს 400-ზე მეტი სამოქალაქო და სამხედრო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს დილით, სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა თბილისსა და ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობებზე. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. რუსეთთან ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას გმირთა მემორიალთან მიაგეს პატივი მრავალეროვანი სწავლების,"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე ამერიკელმა, ბრიტანელმა, გერმანელმა, თურქმა, სლოვენიელმა, სომეხმა, უკრაინელმა და ქართველმა სამხედროებმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG