Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო მუხათგვერდის სასაფლაოს გმირთა მემორიალს


„მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე და ჩვენ დღეს ვდგავართ იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავისი სისხლით გადაიხადა“ - განაცხადა მუხათგვერდის სასაფლაოს გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, 9 წლის წინ რუსეთის ჯარმა გადმოკვეთა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რომელიც ჰიბრიდული ომის სახით დაიწყო ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. „საქართველოს მოქალაქეები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობენ არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართებს, არანაირ თხრილს და არანაირ ავტომატიან, „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის“ - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG