Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტს


ოკუპირებულ აფხაზეთში ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის უფროსმა, დაურ არშბამ სააგენტო რია-ნოვოსტის აცნობა, რომ პუტინის და ხაჯიმბას შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება. არშბას ინფორმაციით, პირისპირ საუბრის შემდეგ, ხაჯიმბას და პუტინის შეხვედრას შეუერთდებიან აფხაზური მთავრობის წევრები, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკურ ბლოკს ხელმძღვანელობენ. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ხელი მოეწერება შეთანხმებას სამედიცინო დაზღვევის შესახებ.

XS
SM
MD
LG