Accessibility links

რუსეთის სასამართლომ უზბეკი ჟურნალისტის დეპორტაცია შეაჩერა


მოსკოვის საქალაქო სასამარლო

მოსკოვის საქალაქო სასამარლომ შეაჩერა ჟურნალისტ ალი ფერუზის დეპორტაცია უზბეკეთში. უფლებადამცველები შიშობენ, რომ უზბეკეთში ფერუზს შეიძლება წაუყენონ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბრალდება და დააპატიმრონ, აწამონ და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ალი ფერუზს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია, ჰუდობერდი ნურმათოვი, რუსეთი საიმიგრაციო კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება. თუმცა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნიდან მისი გაძევება არ მოხდება, სანამ ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლო არ განიხილავს მის საჩივარს დეპორტაციის შესახებ. ოთხ აგვისტოს მიმართა რუსეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების ევროპის სასამარლომ გაფრთხილებით, რომ ფერუზის ქვეყნიდან გაძევება არ შეიძლება, სანამ სტრასბურგში საქმის განხილვა არ დასრულდება. ფერუზმა, დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ რეპორტიორმა, ივლისის ბოლოს გაასაჩივრა რუსეთის ხელისუფლების უარი, მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG