Accessibility links

ხორვატიას მეზობელმა ქვეყნებმა ულტიმატუმი წაუყენეს


ბალკანეთის ოთხი სახელმწიფო დაემუქრა ხორვატიას საპასუხო ზომებით, თუ ზაგრები უკან არ წაიღებს ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე გადასახადის მკვეთრი ამაღლების გადაწყვეტილებას. ბოსნია-ჰერცეგოვინის, მაკედონიის, ჩერნოგორიის და სერბიის ულტიმატუმით, „მეზობლებს არ სურთ ზომებისა და საწინააღმდეგო ნაბიჯების სპირალს აჰყვნენ, მაგრამ, თუ ხორვატია ამ კვირის ბოლომდე არ დაუბრუნდება გადასახადის უწინდელ დონეს, ისინი საპასუხო ზომებს მიმართავენ", აცხადებს ოთხვი ქვეყანა. მათ თანახმად, გადასახადები არღვევს ევროკავშირთან დადებულ გაწევრიანების წინა შეთანხმებებს. სერბია, ბოსნია, მაკედონია და ჩერნოგორია არ არიან ევროკავშირის წევრები, მაშინ, როცა ხორვატია ბლოკს 2013 წელს შეუერთდა.

XS
SM
MD
LG