Accessibility links

მოსკოვის ზამასკვარეცკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ ნახევარი წლით გაუგრძელდა შინა პატიმრობა რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრს, ალექსეი ულიუკაევს. ულიუკაევი დააპატიმრეს „როსნეფტის“ ოფისში, შარშან, ნოემბერში. გამოძიების ვერსიით, საქმე ეხება ორი მილიონი დოლარის გამოძალვას კომპანია „ბაშნეფის“გაყიდვის ხელშეკრულების შეფასებაში. ულიუკაევი უარყოფს ბრალდებას. საქმის არსებითი განხილვა დაგეგმილია 16 აგვისტოსთვის. რუსეთის სააგენტო „ტასს-ი“ იტყობინებოდა, რომ პროცესზე მოწმედ წარდგება „როსნეფტის“ ხელმძღვანელი, იგორ სეჩინი.

XS
SM
MD
LG