Accessibility links

ჩინეთი ფხენიანის მიმართ სანქციებით დაზარალდება, მაგრამ მზად არის მსხვერპლისთვის


ჩინეთს ყველაზე დიდი ზარალი მიადგება ჩრდილოეთი კორეისთვის დასწესებული სანქციების გამო, მაგრამ მზად არის ეს მსხვერპლი გაიღოს. მანილაში, უშიშროების საკითხების კონფერენციაზე ამის თაობაზე განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ. ჩინეთს ჩრდილოეთ კორეასთან ინტენსიური ეკონომიკური კაშირი აქვს. ჩინეთი მხარს უჭერს ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც აშშ-მა წარმოადგინა, მაგრამ აცხადებს, რომ ეს ნორმალურ ვაჭრობას რიგით ჩრდილოეთ კორელებთან არ უნდა შეეხოს. გაეროს ბოლო რეზოლუცია კრძალავს ჩრდილოეთი კორეის ქვანახშირის, რკინის, ტყვიის და ზღვის პროდუქტის შესყიდვას.

XS
SM
MD
LG