Accessibility links

პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩავიდა


ვლადიმირ პუტინი

8 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაფრინდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში მოსკოვს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით: “აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსგავსი ცინიკური ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან. ამ ნაბიჯით კრემლი ასევე უშედეგოდ ცდილობს თავისი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას.”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლას ოკუპირებულ რეგიონში. “მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას”, წერია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ქმედებას და ზომები მიიღოს, რათა რუსეთმა შეასრულოს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG