Accessibility links

თურქეთი ირანთან საზღვრის გასწვრივ კედელს აშენებს


თურქეთმა დაიწყო ირანთან საზღვრის გასწვრივ კედლის აგება. მსგავსი კედელი უკვე შენდება სირიასთან საზღვარზე. ამის თაობაზე თურქეთის მედია იტყობინება. ცნობით, აგრის პროვინციის გამგებელმა, სულეიმან ელბანმა მშენებლობა მოინახულა. კედელი იქნება სამ მეტრიანი და ის გადასატანი ნაწილებისგან შედგება. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა ივნისში გამოაცხადა გეგმის შესახებ, რომ ირანის და ერაყის საზღვრის გასწვრივ 900 კილომეტრიანი კედლის აგება სურს. სირისთან 911 კილომეტრიანი საზღვრის 650 კილომეტრი უკვე აგებულია. ირანთან და ერაყთან საზღვრის გასწვრივ კედლის აგების მიზანი, თურქეთის მთავრობის თანახმად, უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაა, თურქეთი იქ ქურთთა შეიარაღებულ რაზმებსა და კონტრაბანდისტებს ებრძვის.

XS
SM
MD
LG