Accessibility links

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ წარადგინა თავისი მეორე ვადით პრეზიდენტობის პერიოდის ახალი კაბინეტის წევრები. ცნობით, მთავრობის უმთავრეს თანამდებობებს ძველი კაბინეტის წევრები დაიკავებენ. კაბინეტში როჰანის არ შეუყვანია არც ერთი ქალი. პარლამენტისთვის მიწოდებული სიის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება მოჰამად ჯავად ზარიფი, ნავთობის მინისტრი - ბიჟან ზანგანე, ხოლო დაზვერვის მინისტრი, მაჰმუდ ადავი. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ამირ ჰათამი ოფიციალურად ჩაიბარებს თანმდებობას. ის იქნება ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე თავდაცვის პირველი მინისტრი, რომელიც არმიის რიგებიდანაა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG