Accessibility links

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა „უდიდესი მადლობა“ გადაუხადა სტუმრად ჩასულ პუტინს


ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა. 2017 წლის 8 აგვისტო

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ „უდიდესი მადლობა“ გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელიც 8 აგვისტოს ჩავიდა აფხაზეთში და ბიჭვინთაში შეხვდა ხაჯიმბას. „8 აგვისტო ღირსსახსოვარი თარიღია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთისათვის. ამ დღეს დაიწყო საქართველოს არმიის მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია და გაბედულმა ზომებმა, რომელთაც რუსეთის ხელმძღვანელობამ მიმართა, თავის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და, რასაკვირველია, შექმნა შესაძლებლობა ჩვენი პატარა სახელმწიფოების აღიარებისათვის, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. დღეს აფხაზეთში ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ პუტინი შეეხო რეგიონში ტურისტების უსაფრთხოების საკითხსაც. მისი თქმით, რუსეთისა და აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობა გაზრდის უსაფრთხოების დონეს. 2 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში, საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის ორი მოქალაქე, დაიჭრა 35. ხოლო გასულ თვეში აფხაზეთში ასევე რუსი ტურისტი მოკლეს და რამდენიმე რუსი დამსვენებელი გაძარცვეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG