Accessibility links

პუტინი: „სანდოდ უზრუნველვყოფთ“ აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას


ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებულ აფხაზეთში 8 აგვისტოს ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთი „სანდოდ უზრუნველყოფს“ აფხაზეთის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე იქნებაო, განაცხადა პუტინმა ბიჭვინთაში, ოკუპირებული რეგიონის ლიდერთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, ხაჯიმბამ „უდიდესი მადლობა“ გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს. „8 აგვისტო ღირსსახსოვარი თარიღია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთისათვის. ამ დღეს დაიწყო საქართველოს არმიის მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია და გაბედულმა ზომებმა, რომელთაც რუსეთის ხელმძღვანელობამ მიმართა, თავის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და, რასაკვირველია, შექმნა შესაძლებლობა ჩვენი პატარა სახელმწიფოების აღიარებისათვის, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG