Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გელაშვილის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე ორ ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა


ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე
ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გასულ ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა. მისი ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, პრევენციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა 30 მეხანძრე-მაშველი და ხუთი ერთეული სახანძრო ტექნიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მეხანძრე-მაშველებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მადლობა გადაუხადა ოპერატიული მუშაობისა და საკმაოდ რთულ რელიეფზე ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისა და დარჩენილი კერების ლიკვიდირებისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცავები იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას.

XS
SM
MD
LG