Accessibility links

ნატომ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი


ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა. 2017 წლის 8 აგვისტო

ნატომ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი. ინტერნეტ-გამოცემას, Politico-ს მოჰყავს ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის, დილან უაიტის განცხადება იმის შესახებ, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მე-9 წლისთავზე საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში პუტინის ჩასვლა აზიანებს საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ. დილან უაიტის თქმით, სამწუხაროა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი წინასწარ არ იყო შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან. „ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შეცვლის არანაირ მცდელობას“ - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დილან უაიტმა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში 8 აგვისტოს ჩავიდა და ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG