Accessibility links

კოსოვოს პოლიციამ საზღვართან დააკავა რუსეთისა და სერბიის მოქალაქეები


კოსოვოს პოლიცია აცხადებს, რომ სერბიიდან კოსოვოს ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის მცდელობისას დააკავა რუსეთის ექვსი და სერბიის ხუთი მოქალაქე. ეს პირები ორი ავტომანქანით მგზავრობდნენ, როცა საზღვართან გააჩერეს, რის შემდეგაც, ასევე კოსოვოს პოლიციის ცნობით, მომხდარზე შეატყობინეს კოსოვოში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ინციდენტის ფონია შეშფოთება ბალკანეთში რუსეთის გავლენის ზრდის მცდელობის გამო. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელიც მას შემდეგ აღიარა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა. სერბია და რუსეთი არ ცნობენ მის დამოუკიდებლობას.

XS
SM
MD
LG