Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სიმშვიდისაკენ მოწოდებით გამოდის ჩრდილოეთ კორეისა და ტრამპის მძაფრი განცხადებების შემდეგ


რექს ტილერსონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი სიმშვიდისაკენ მოწოდებით გამოდის მას შემდეგ, რაც ფხენიანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთეს. ტილერსონის აზრით, ჩრდილოეთ კორეიდან არ მომდინარეობს „უშუალო საფრთხე“ და ამერიკელები არ უნდა იყვნენ შეშფოთებული. ეს შეფასება ტილერსონმა გამოთქვა წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ გუამში ჩასვლამდე. გუამი შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. მანამდე ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ "გულდასმით ამოწმებს" გუამზე სარაკეტო იერიშის შესაძლებლობას. ხოლო მისი განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას, რომ ფხენიანი „ცეცხლსა და რისხვას“ მოიმკის, თუ კვლავაც დაემუქრება შეერთებულ შტატებს. „ჩრდილოეთ კორეისათვის აჯობებს, ნუღარ დაემუქრება შეერთებულ შტატებს. თორემ ისეთ ცეცხლსა და რისხვას მიიღებენ, მსოფლიოში რომ ჯერ არავის უნახავს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მუქარა ძალიან მძიმეა, ნორმალური განცხადებების ზღვარს სცდება. და როგორც ვთქვი, მიიღებს ცეცხლს, რისხვასა და - პირდაპირ ვიტყვი - ძალას, როგორც მსოფლიოში ჯერ არავის უნახავს“, - ეს სიტყვები ტრამპმა წარმოთქვა 8 აგვისტოს ნიუ-ჯერსის შტატში, შვებულების დროს გამართულ ბრიფინგზე. ტილერსონის აზრით, პრეზიდენტმა მძაფრი განცხადება გააკეთა, რადგან ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, როგორც ჩანს, დიპლომატიური ენა არ ესმის, არადა დონალ ტრამპს სურდა, მისთვის აეხსნა, რომ აშშ-ს შესწევს საკუთარი თავისა და მოკავშირეების დაცვის უნარი. ჩრდილოეთ კორეას ნათქვამი აქვს, რომ მიზნად დაისახა შექმნას ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტა, რომელიც შეერთებულ შტატებს წვდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG