Accessibility links

ირანის პრეზიდენტმა ორი ქალი დაასახელა ვიცე-პრეზიდენტებად


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, ორი ქალი დაასახელა ვიცე-პრეზიდენტებად მას შემდეგ, რაც წინა დღეს წარადგინა მთავრობა, რომელშიც ერთი მინისტრი ქალიც არ შეუყვანია. პრეზიდენტის ვებსაიტზე 9 აგვისტოს გამოქვეყნდა ცნობა, რომ მასუმეჰ ებთექარი დაინიშნა ვიცე-პრეზიდენტად ქალთა და ოჯახის საკითხებში, ხოლო ლაია ჯონეიდი - ვიცე-პრეზიდენტად სამართლის საკითხებში. ირანში პრეზიდენტი ნიშნავს ვიცე-პრეზიდენტებს და საამისოდ არ სჭირდება პარლამენტის თანხმობა. 8 აგვისტოს როჰანიმ დაასახელა 17 კანდიდატი მინისტრთა 18-წევრიანი კაბინეტისათვის. ჯერ-ჯერობით უცნობია მხოლოდ მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის ვინაობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG